-
ბალიშისპირი
უმძიმესი ბალიში მერგო, ერთი ფუთი მაინც იქნებოდა, ცალი ხელით ვერ ასწევდი, წელს მოგწყვეტდა. თითქოს ბუმბულით კიარა, ძვლებით და ხორცით იყო დატენილი. სიმძიმით ცხვრის ტყავში გამოკერილ, საკერძე ხორცის ჩობანსაც ჰგავდა, ნაკვერჩხლებდაყრილს და ცხელ ღადარში დაშუშებულს. ნაწილობრივ ასეც იყო. ოღონდ ქმრის წინაპართა ცხელი ბეჭ-კისრის ცივი ოფლით ისე გაპოხილ- დანესტილიყო, მასზე თავს მისდებდი და ბუმბულის ნაცვლად…
-
გალაკტიონის სტიქია
ეთერ (ნაზიკო) კვირიკაძე იხსენებს: ბატონ გალაქტიონს ძალიან უყვარდა, როცა თავის ლექსებს ვუკითხავდი. დაფიქრებული იჯდა, მისმენდა, თან აკვირდებოდა, თუ როგორ ჟღერდნენ ისინი. დროდადრო შემაჩერებდა და კომენტარს გაუკეთებდა. ერთხელ ახლად დაწერილ პოემას ფეხზე მდგარი გვიკითხავდა, კითხვისას თანდათან აღფრთოვანდა, როლში შეიჭრა, მარცხენა ხელს წვერზე ისვამდა, მარჯვენას კი, რომლითაც რვეული ეჭირა, დროდადრო იქნევდა და თან გადმოგვხედავდა ხოლმე. მამიდა წამოწოლილი…
-
როგორ ,,დაიმტკიცა“ გალაკტიონმა ნაკვეთი ბაღდათში
იმერეთში, როცა ვინმე ისე მსუბუქად წაიქცევა, რომ არაფერს დაიშავებს, ხუმრობით, გასამხნევებლად წაქცევის ადგილზე მითითებით ეტყვიან- ეგ ნაკვეთი შენ დაიმტკიცეო. ასე გალაკტიონსაც დაუმტკიცებია, თურმე ერთხელ ნაკვეთი ბაღდათში. ნაზიკო კვირიკაძე იხსენებს: ბაღდათში ჩამოსულ გალაქტიონს ძალიან უყვარდა ვენახში გავლა. ერთხელაც ერთად გავისეირნეთ, მე თან მახლდა უმცროსი ასაკის ნათესავი. ვენახში გალაქტიონმა ფეხი მავთულს წამოსდო და ეს ამხელა კაცი გულაღმა…
-
ატმის ყვავილობა
გალაკტიონის ცოლის, ნინო კვირიკაძის ძმის შვილი- ეთერ (ნაზიკო) კვირიკაძე იგონებს: ერთხელ, როცა გალაქტიონი ბაღდათში ისევ ჩამოვიდა, ატმები იყო შემოსული. მე დავკრიფე, მივაწოდე და ვკითხე: ,,როგორი ატმებია?!“ ,,მე ატამზე მეტად მისი ყვავილი და ყვავილობა მომწონს!- მიპასუხა გალაქტიონმა. რასაც გალაკტიონი თავისი შემოქმედებითაც ადასტურებდა: ატმის ყვავილები რტოებში ავობს ბებერი ქარი, ყვავილთა ჯარი ფიფქით ბანაობს. ტყდება, ნანაობს ეთერი ჩქარი,…
-
საინტერესო ჩანაწერი
ბაღდათის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდში ახლახან მეტად საინტერესო ჩანაწერი აღმოვაჩინე. ელგუჯა ყურაშვილის (მამაჩემის) მიერ ჩაწერილი გალაკტიონ ტაბიძის ცოლის, ნინო კვირიკაძის ძმის შვილის, ეთერ (ნაზიკო) კვირიკაძის მოგონება გალაკტიონზე. ჩანაწერი 1981-82 წლებში არის გაკეთებული ცალხაზიან რვეულში, ის სამი სხვადასხვა ხელით, კალიგრაფიითაა გადაწერილი, მამაჩემის და ჩემი დების მიერ და მეტად მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის გალაკტიონის ბუნებაზე, მის პიროვნულ ხასიათზე. ნაზიკო…
-
ციცის და ნათელას უჩვეულო მოგზაურობა
ეძღვნება: დანიელს, ანდრიას და ანასტასიას. ციცინათელების სასახლე ვეება კუნძია ხეებითა და ყვავილებით დაბურულ ბაღში ერთი უზარმაზარი, მიწაში ნახევრადჩაფლული კუნძია, რომელსაც ზემოდან შრიალით აცვივა ფოთლები. ეს ციცინათელების სასახლეა. მზე ჩასვლას დააპირებს თუ არა, ბაღში ლილიფარა ყვავილები მეწამული და ლურჯი ფერის სადედოფლო კაბებს აიკეცავენ, თვალებს დახუჭავენ და თვლემას იწყებენ. ამ დროს სასახლის მაღვიძარაც დარეკს და მანამ წკრიალებს,…
-
საბედისწერო სახე
ექვს ათეულ წელს უკვე გადავაბიჯე და ჩემს თვალებს უშნო ქალი ჯერ არ უხილავს. ღმერთმა არცერთი ქალი არ დატოვა გულნაკლული, ყველაზე უჩინარ ქალსაც კი, რომელიღაც მხრიდან მშვენიერების საბურველი მოახვია. ჰო, რამდენი მშვენიერი, ულამაზესი ქალი ჰყოლია ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ლიკა ქავჟარაძე განსაკუთრებულია. ყველა ულამაზესი ქალი მაინც დედის მუცლიდან დაბადებულს ჰგავს. ლიკა კი თითქოს ღმერთმა საკუთარი სხივ-ნათლოვანი თითებით…
-
სიტყვების ელვარება ცირა ყურაშვილის პროზაში
ფარშევანგის ბოლოსავით ფერადოვანი ენაა ცირა ყურაშვილთან. თან რაღაცნაირი ჰიმნური, რელიგიური აღტკინება აქვს მოთხრობებში, რაც ქმნის უკიდურესი დაძაბულობის, ინტენსივობის მანათობელ წერტილს. ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, თითქოს უალტერნატივო სამყაროა, ერთადერთი რეალობა, თითქოს ბოლო კომენტატორია და ჰიმნოგრაფი რეალობის, ოღონდ კრისტალიზებული რეალობის, რომელიც ჩაუქრობი შთაბეჭდილებების ფორებისგან შედგება. ცირას მთელი წარსული ამოაქვს სურათებად, „მთელი დაკარგული დრო.“ წერის გაგრძელებას ის აზრი აქვს,…
-
გოჩა სხილაძის წინასიტყვა ჩემი ლექსების კრებულისთვის ,,სამოთხის სარკმელი”
პროზაული ნაწარმოებების რჩეულს ვამზადებ. ჩემს ელექტრონულ არქივში მომიწია ჩხრეკა, სადაც ჩემი ლექსების კრებულისთვის დაწერილ, პოეტ გოჩა სხილაძის წინასიტყვას წავაწყდი. რაკი ვფიქრობ, რომ ნარცისობის დრო არც არასდროს მქონია, ახლა კი მინდა-არ მინდა, მკის ჟამიც დამდგომია, მადლობას ვუხდი ავტორს ჩემი შემოქმედებითი სამყაროს გაგებისთვის, იმ უანგარო გვერდით დგომისა და გამხნევებისთვის, რაც მისგან წლების მანძილზე უშურველად მიმიღია და ფართო…