-
ჩვენ, ვერა!
გორადან ისეთი საამო ჰაერი უბერავდა, წამოდგომა დამეზარა, თან, იქნებ მთელი დღის ნასუნთქი, სასკოლო მტვერიც გამოვბერტყო ფილტვებიდანთქო. შადრევნის გრილი სუნთქვაც აღწევდა ჩემამდე და თავს რომ ავწევდი, ,,ოქროს ჩარდახის” მოღიაღებული შესასვლელი მხვდებოდა თვალში. ასეც მერჩივნა– ,,ღიაობა”. იქნებ სულაც არ შევიდე, მაგრამ დაუბრკოლებლად რომ შემიძლია იმერეთის მეფეთა მწირი პალატი მიმოვიხილო, მაინც კარგია. მაგრამ აბა ემზარს ჰკითხე!? ბაღის შესასვლელთან…
-
აქ დააკლდა, მანდ არ შემატებია
ძალიან გავმწარდი გუშინ ამ სიტყვებზე- ქუთაისელებო, მიხედეთ ამ კაცს, იღუპებაო! თავმოყვარეობა რაღა მოსატანია, როცა ადამიანის ყოფნა –არყოფნას ეხება საქმე, მაგრამ როგორ უნდა მივხედოთ, როცა ჩვენი არ ესმის! როცა სჯერა, რომ ყოველგვარი გაჭირვების მიუხედავად, მაინც თბილისში ყოფნა სჯობია. ამასწინათ ქუთაისში იყო ჩამოსული, მეგობრები (მამაკაცები) შეიკრიბნენ და გადაწყვეტით დაუსვეს საკითხი დარჩენაზე, მარსიანი კი გაწიწმატებულიყო, დამარცხებული არ ჩამოვალო,…
-
ვიჩქარე ნელა
დღეს შაბათი დღეა, დილით ვრეცხე, დღის მეორე ნახევრის ერთი ნაწილი ჩემს ზღაპარს დავუთმე, მეორე პოლიგრაფიული ჟურნალის მოწინავე სტატიას. სამივე საქმე ერთნაირად მნიშვნელოვანი იყო, ერთნაირი რუდუნებით ვაკეთე, თავს ვუთხარი: იჩქარე ნელა, თორემ გული ყელში ამოგივარდება. დღეს გუშინდელი განწყობა გამომყვა, როსტომის მიერ ნაჩუქარი წიგნებიდან გერმანული გროტესკის მცირე ანთოლოგია და გურამ ქართველიშვილის მოთხრობები ავირჩიე, რადგან მომცროები იყო, ჩანთით…
-
ჩემი პალიტრის ფერი–სიმშვიდის ფერი
ამ დღეებში რაღაც სინდისის ქენჯნას განვიცდი, ასე მგონია, სხვას ვადანაშაულებ უმოქმედობაში და ჩემი თავი მართალი გამომყავს. ეს ქენჯნა წიგნის ფესტივალს მოჰყვა. ფესტივალი ქართული სიტყვა არაა, მაგრამ ლამაზია, ზეიმურია, და რაც ჩატარდა ის ფესტივალის აჩრდილი იყო ოდენ, არავითარი ზეიმურობა, წიგნით აღტაცება და გახარება. შესაძლებელია ეს გრძნობა უკვე კარგა ხნის გამქრალია, მე კი შეუძლებლის დაბრუნება მსურს. მაგრამ…
-
Hello world!
Welcome to WordPress.com. This is your first post. Edit or delete it and start blogging!